მანუჩარ მაჩაიძემ ირმა ინაშვილის პარტია დატოვა

თბილისის საკრებულოს წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა. იგი საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
ამის შესახებ მანუჩარ მაჩაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მიიღო.
“არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა მიზეზი „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების“, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.
მისივე თქმით, ნიკოლოზ რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვანო მერაბიშვილის მეგობარია.
„ასეთ ხალხთან ერთად პარტიაში ვერ ვიქნები“, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები