პარიზში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 40 ადამიანი დაშავდა

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პარიზში მომხდარი შეტაკებების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 29 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 58 ადამიანი დააკავეს. მთლიანად შრომითი კანონმდებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში 75 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის პროფკავშირები მთავრობისგან ახალი კანონმდებლობის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით სამსახურში აყვანა და გათავისუფლება უფრო ადვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები