ავსტრალიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დააკავეს

ავსტრალიის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავა. ის ტერორისტულ თავდასხმას სიდნეიში ამზადებდა. დაკავებულმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში ორლანდოში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მხარი დაუჭირა და მსგავსი თავდასხმის მოწყობით იმუქრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეიკლუბში 12 ივნისს მომხდარ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა და 53 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები