ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამასთანავე, ვაშინგტონში ჩატარებულ პრაიმერს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კლინტონმა ჯერ კიდევ გასულ კვირას მიიღო საკმარისი ხმები, რომ “დემოკრატიული პარტიის” ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. კლინტონის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მხარს უჭერს.
კლინტონი, სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები