ტეხასელმა სამართალდამცველებმა სუპერმარკეტზე თავდამსხმელი მამაკაცი მოკლეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა იმ შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაცია განახორცილეს, რომელიც, ტეხასის შტატის ქალაქ ამარილოს სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძევლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ იმყოფებიან. პოლიცია ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, სავაჭრო ცენტრის ირგვლივ, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარი სამუშაო ადგილზე კონფლიქტს უკავშირდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტ „Wallmart“-ში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. მარკეტში მყოფი ადამიანების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები