რუსეთის ეროვნულ ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია და 150-ათასიანი ჯარიმა დაეკისრა

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია და 150 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პირობითი დისკვალიფიკაცია იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრების გულშემატკივართა მონაწილეობით სტადიონებზე არეულობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნიან. ეს გადაწყვეტილება „უეფამ“ 12 ივნისს მიიღო – რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის მეორე დღეს.
საფეხბურთო მატჩის დროს რუსმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პიროტექნიკა გამოიყენეს და ინგლისის გულშემატკივრებს რამდენჯერმე თავს დაესხნენ.
ცნობისთვის, დღესვე საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები