ავღანეთის ხელისუფლება ქვეყანაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების უფლებამოსილების გაზრდას მიესალმება

ავღანეთის ხელისუფლება მიესალმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკელი სამხედროებისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ. ამის თაობაზე აშშ-ში ავღანეთის ელჩმა ჰამდულა მოჰიბმა განაცხადა. „ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ „თალიბანის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უფრო ეფექტურად იმოქმედებს“, – განაცხადა მოჰიბმა.
ავღანეთში მყოფი შეიარაღებული ძალებისთვის უფლებმოსილების გაზრდის შემდეგ ის საჰაერო ოპერაციებს უფრო აქტიურად განახორციელებს და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ექსტრემისტებთან ბრძოლაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები