The Daily Mirror-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი დაიღუპა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mirror-ი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტი სირიის ქალაქ რაქას მახლობლად აშშ-ის ავიაციის დარტყმის შედეგად იყო განადგურებული თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით ალ-ბაღდადი ერაყის ქალაქ მოსულთან ავიაციის დაბომბვის მსხვერპლი გახდა. ერაყის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ესკორტი ავიაციამ იმ მომენტში დაბომბა, როდესაც ის ქალაქ ქერბალაში დაჯგუფების ლიდერთა შეხვედრაზე მიდიოდა.