ერდოღანმა პუტინს რუსეთის დღე მიულოცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღე მიულოცა, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ერდოღანმა პუტინს და რუსეთის მოქალაქეებს მთელი თურქეთის მოსახლეობის სახელით მიულოცა და მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა რუს კოლეგას, დიმიტრი მედვედევს ასევე მილოცვის წერილი გაუგზავნა. მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასული წლის ბოლოს სირია – თურქეთის საზღვარზე თურქეთის ავიაგამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. ერთი რუსი პილოტი დაიღუპა.