უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი – რუსეთს შეუძლია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გაააქტიუროს

რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გაააქტიუროს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ უკრაინა-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს.
„დღეს რუსეთს უდავოდ უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს, ვიდრე უკრაინას. შესაბამისად, ჩვენ თავდაცვის სფეროს რეფორმირება უნდა გავაგრძელოთ. სხვა გზა უბრალოდ არა გვაქვს“, – განაცხადა პარუბიიმ.
მისი თქმით, კიევს დასავლეთის ქვეყნების ფინანსური დახმარების იმედი აქვს, ასევე მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო უკრაინას იარაღით დაეხმარება, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები