სააკაშვილის თანაშემწეს ფული დაუბრუნეს, მაგრამ ანგარიშები დაუყადაღეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეს თეიმურაზ ნიშნიანიძეს მანამდე ჩხრეკის შედეგად ამოღებული 5 ათასი აშშ დოლარი უკან დაუბრუნა.
ამავდროულად, კიევის სასამართლომ საქმელმოქმედო ფონდ „ოდესის კეთიდღეობისთვის“ ანგარიშები დააყადაღა.
ამის შესახებ ნიშნიანიძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. მან ასევე დაამატა, რომ ფონდის ანგარიშებზე აკუმულირებული თანხებით ინვალიდი უკრაინელი სამხედროებისთვის ბინების შეძენას გეგმავდა, მაგრამ ახლა ეს პროცესი გადაიდო. საქმელმოქმედო ფონდის ოფისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩხრეკა რამდენიომე კვირის წინ ჩაატარა. პროკურატურა ეჭვობს, რომ ფონდის თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები