აზერბაიჯანში თანამდებობის პირები დააკავეს

აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გერანბოის რაიონში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც თანამდებობის რამდენიმე პირია დაკავებული. ისინი ოქროს უკანონოდ მოპოვებას ეწეოდნენ. ამის შესახებ გამოცემა AzNews.az იუწყება. კერძოდ, საუბარია „ოქროს ყურღანზე“ ძვირფასი ლითონის უკანონო მოპოვებაზე. საიტის ინფორმაციით, დაკავებულ ჩინოვნიკთა შორის გერანბოის რაიონის უფროსის მოადგილე ფუად ალიევი, ასევე საგზაო სამმართველოს უფროსი მისირ ალეკპეროვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები