ბიძინა ივანიშვილი – საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მხოლოდ საქართველოში იყოს წარმოდგენილი

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მუზეუმებთან აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ ფიროსმანი უფრო ცნობადი გახდეს. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მხოლოდ საქართველოში იყოს წარმოდგენილი. მუზეუმებთან აქტიური მუშაობა იქნება საჭირო, რომ ფიროსმანი უფრო ცნობადი გახდეს. რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაზარზეც ცნობილი გახდეს და მუზეუმებშიც. მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ ფიროსმანი უფრო ცნობილი გახდეს მსოფლიოში”,- განაცხადა ივანიშვილმა.
„სოტბის“ აუქციონზე, ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას”, რომელიც 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, სააგენტო 2030-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

13474069_1324251954270076_1486080971_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები