ბიძინა ივანიშვილი: ლარი ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის გამყარების პროცესს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლას არ უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ზედმეტი ოპტიმიზმი არ ივარგებს.
აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ მედიასთან გამართულ დღევანდლელ შეხვედრაზე განაცხადა.
„ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რას უკავშირებს ის ეროვნული ვალუტის გამყარებას.
“ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას. ზედმეტი ოპტიმიზმი არ ივარგებს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ მომავალში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები