გამოფენა – „თვალით და გონებით დახატული” გაიხსნება

14 ივნისს, 19:00 საათზე, შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, „თი-ბი-სი გალერეა“ უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას – „თვალით და გონებით დახატული” უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა. დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, გვეწვიოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები