2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრეცედენტოდ გაიზარდა

2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო და 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი – 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან სასიხარულო რიცხვია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ხოლო შემდეგ მოდის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორი.
პირველი ინვესტორია აზერბაიჯანი, მეორე თურქეთი, მესამე – გაერთიანებული სამეფო.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი მატება შეინიშნება. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს – სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებასა და დანახვაზე და ეკონომიკური ბლოკის კარგ მუშაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები