ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირად. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კომისიის 14-მა წევრმა დაუჭირა. როგორც ტიმოშენკოს აცხადებს, მას სურს, რომ ააშენოს ახალი ევროპული სახელმწიფო და უკრაინაში სამართლიანობა დაამყაროს, რასაც რამდენიმე ათეული წელია უკრაინელი ხალხი ელოდება. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. დღესვე უკრაინის უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პეტრე პოროშენკოს კანდიდატურაც დაარეგისტრირა.