კონგრესი ურჩევს „ნასას“, მთვარეზე პილოტირებულ ფრენებს დაუბრუნდეს

 აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავდა, „ნასას“ ურჩევს დაივიწყოს ერთ–ერთი ასტეროიდის „შეპყრობის“ პროგრამა და მთვარეზე პილოტირებულ ფრენებს დაუბრუნდეს. ამის შესახებ გამოცემა The Space Reporter იუწყება. ამერიკელი დეპუტატების აზრით, ეს საშუალებას მისცემთ მეცნიერებს, მარსზე ადამიანის მოგზაურობისთვის აუცილებელი ტექნოლოგიები შექმნან.
მანამდე „ნასა“ გეგმავდა მთვარესთან რამდენიმე ასტეროიდის მიყვანას სპეციალური აპარატების მეშვეობით და შემდეგ ასტეროიდებზე ასტრონავტების გაგზავნას. ამისთვის აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ 66,7 მილიარდი დოლარი მოითხოვა.
თუმცა კონგრესის ქვედა პალატამ ეს განაცხადი უარყო და „ნასას“ მთვარეზე პილოტირებული ფრენების დაბრუნებისკენ მოუწოდა. წარმომადგენელთა პალატის წევრთა აზრით, მთვარე არის უკეთესი პლაცდარმი მარსზე მომავალი მოგზაურობისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა 2030-იან წლებში აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები