ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება

13 ივნისს, 19 საათზე, საერთო სამუშაო სივრცე & სოციალური ბარში „გენერატორი 9.8“ (ათონელის 29) ფოტოგრაფ თორნიკე შერაზადიშვილის ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას მასპინძლობს.
ფოტონამუშევრები ეხება ძალადობის თემატიკას. გამოფენის მიზანია, დაანახოს საზოგადოებას, რა შედეგები მოაქვს ძალადობას ადამიანებზე თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასევე გამოფენის მიზანია საზოგადოებაში პროტესტის გრძნობის გაღვიძება ძალადობის წინააღმდეგ და სისტემურ–თანამიმდევრული (და არა ფრაგმენტული) სოციალური აქტივობა.
დამთვალიერებელს შეეძლება როგორც ფოტოების, ასევე ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა.
13401050_1320316154663656_957356750_n
13393145_1320316124663659_602335853_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები