ლარი მცირედით კიდევ გამყარდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1272 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1272 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4133 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.