გერმანიაში, ლტოლვილების ცენტრში, ხანძარი საკვების გამო გაჩნდა

გერმანიაში ლტოლვილების ცენტრში ხანძარი მიგრანტებს შორის რამადანის დროს საკვებზე მომხდარმა კამათმა გამოიწვია. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ გერმანიის პოლიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
გამოძიების ინფორმაციით, ლტოლვილების ჯგუფმა, რომელიც რამადანის დროს მარხვას არ იცავდა, ძალზე მცირე ულუფების შესახებ იჩივლა. ცენტრში ხანძრის გაჩენის ბრალდებით პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი პატიმრობაში დატოვეს.
ხანძარი დიუსელდორფის საკონფერენციო დარბაზში, რომელიც ამჟამად ლტოლვილების დროებითი თავშესაფარია, ერთი თვის წინ გაჩნდა. შენობაში მყოფი ყველა ლტოლვილი ევაკუირებული იყო, ხანძრისგან მიყენებული ზარალი 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ცენტრში იმყოფებიან ლტოლვილები სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან – სულ 280 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები