საფრანგეთის სასამართლომ ტაქსის სერვისი Uber-ი 800 ათასი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის სასამართლომ ტაქსის გამოძახების სერვისი Uber-ი 907 ათასი დოლარით (800 ათასი ევროთი) დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ სატრანსპორტო მომსახურების უკანონო უზრუნველყოფისთვის და არაპროფესიონალი მძღოლების დასაქმების გამო გამოიტანა.
გასული წლის ივნისის ბოლოს საფრანგეთში ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლების აქციები გაიმართა, რომლებიც სერვის Uber-ის საქმიანობის უკანონოდ გამოცხადებას მოითხოვდნენ.
ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა სარკინიგზო სადგურებთან და აეროპორტებთან მიმავალი გზები დაბლოკეს და საბურავებს ცეცხლი მუკიდეს. მოგვიანებით Uber-მა საფრანგეთში საქმიანობა შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები