სომხეთისა და რუსეთის პარლამენტები ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის საკითხს განიხილავენ

სომხეთის და რუსეთის საკანონმდებლო ორგანოები ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა განუცხადა, ეს სომხეთის თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ სომხეთის გარდა, ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ამ ხელშეკრულებაში შემავალ ყველა ქვეყანაში უნდა შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები