„უოლტ დისნეის სტუდია“ ფილმების გამოშვებას ჩინეთში აპირებს

„უოლტ დისნეის სტუდია“ ფილმების გადაღებას ჩინეთში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა რობერტ აიგერმა განაცხადა. მისი თქმით, პირველი ფილმი ერთი წლის განმავლობაში იქნება გამოშვებული. „უოლტ დისნეის სტუდიის“ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩინეთი მალე კინოინდუსტრიის მსოფლიოში უდიდესი ბაზარი გახდება. ამჟამად აშშ-ის ფარგლებს გარეთ „უოლტ დისნეის“ ხუთი სტუდიიდან ერთი აქვს – ის 2008 წელს პარიზში გაიხსნა. ასევე კომპანიას პატარა სტუდია აქვს იაპონიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები