სომალიში „ბოევიკები“ ეთიოპიელ სამხედროებს თავს დაესხნენ

ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ სომალიში ეთიოპიის სამშვიდობო ძალების ბაზას თავს დაესხნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. როგორც „აშ-შაბაბის“ წარმომადგენელმა აბდიასის აბუ მუსაბმა განაცხადა, ერთსაათიანი ბრძოლის შედეგად თავდამსხმელებმა 43 ეთიოპიელი ჯარისკაცი მოკლეს, დაიღუპა რამდენიმე „ბოიევიკიც“. თავდასხმა სომალის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ხალტანში მოხდა. ტერორისტებმა უკვე გამოცდილი ტაქტიკა გამოიყენეს – მათ ბაზის შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს და შემდეგ მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები