ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათასობით სამხედრო გააგზავნა

ისრაელის ხელისუფლებამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრში, ქალაქ თელ-ავივში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა.
ისრაელის არმიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამატებითი ბატალიონის გაგზავნა იგეგმება. სამხედროების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ჯარი ქალაქ იატაში სამხედრო ოპერაციას გეგმავს. სწორედ ამ ქალაქიდან არიან ტერორისტები, რომლებმაც თელ-ავივში თავდასხმა მოაწყვეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ მუსულმანებისთვის წმინდა დღესასწაულის, რამადანის დროს ქვეყანაში პალესტინელებს შესვლის უფლება გაუუქმა. იერუსალიმში ჩასვლის სურვილი მანამდე 83 ათასმა პალესტინელმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები