თურქეთი გერმანიის ბუნდესტაგის წევრთა წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს

თურქეთი გერმანიის პარლამენტის წევრთა წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებს ამზადებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის მოვლენების შეფასების რეზოლუციის საპასუხოდ. ამის თაობაზე გერმანული გამოცემა Bild იუწყება. როლგორც გამოცემას თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცნობეს, ანკარა 11 გერმანელი დეპუტატის წინააღმდეგ 3 სარჩელს ამზადებს. გერმანიის პარლამენტის წევრებს წაუყენებენ ბრალს თურქი ერის, თურქეთის რესპუბლიკის, თურქეთის ეროვნული კრების, ასევე თურქეთის მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების საჯარო დისკრედიტაციისთვის.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა 2 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომეხთა გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები