“საქართველო საიმედო ქვეყანაა და, სესხის ნაცვლად, ინვესტირებას ახდენენ ეკონომიკაში”

ეკონომიკის საკითხებში ექსპერეტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გამოცოცხლებაა. ექსპერტის განმარტებით, საქართველო ინვესტორებისთვის საიმედო ქვეყანაა, შესაბამისად, მიმდინარეობს ვალებიდან ინვესტიციამდე სვლა.
“სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაზრდილია და 2-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გამოცოცხლებაა. ინვესტიციები 2 ნაწილისგან შედგება – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები და ინვესტორთათვის ვალდებულების დაფარვა.
რაც შეეხება შემომავალ ნაკადებს, აქ მილიარდს გადააჭარბა შემომავალმა ნაკადმა. მნიშვნელოვანი წილი მოდის სესხის კაპიტალიზაციაზე, რაც არის გზა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკისკენ, როცა სასესხო მოცემულობა გარდაიქმნება საინვესტიციო დაინტერესებად და მოცემულობად.
სწორედ ესაა განვითარების მახასიათებელი. ინვესტორები რწმუნდებიან, რომ საქართველო საიმედო ქვეყანაა და სესხის ნაცვლად უკვე მის კაპიტალიზაციას, ინვესტირება, ფიქსირებას ახდენენ ეკონომიკაში. ასე რომ, მიმდინარეობს ვალებიდან ინვესტიციამდე სვლა, ხდება სესხის კაპიტალიზაცია, ხდება ინვესტიციების მოზიდვა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების გაორმაგება, ასე რომ, ეს დადებითი ტრენდია”,- აღნიშნა დუნდუამ “პირველ პრესკლუბში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები