მიხეილ დუნდუა: ეკონომიკა თავისი ბუნებრივი ტემპით ამყარებს ლარს

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ, მიხეილ დუნდუას განცხადებით, თანაბარ პირობებში წლის ბოლომდე ლარი შესაძლოა, 1,90-95 ჩამოვიდეს. ექსპერტის განმარტებით, ინვესტიციები დიდი რაოდენობით შემოედინება და ექსპორტის მაჩვენებლის სერიოზული ზრდა, ლარის გამყარებაზე პირდაპირ აისახება.
მისი თქმით, ლარს არავინ არ უშლის ხელს და ის ეკონომიკას ბუნებრივი დინებით აჰყვა.
“გუშინ, ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის შესყიდვა განახორციელა. სებ-ის პრეზიდენტი რაც გვენეტაძეა, 235 მილიონი დოლარი აქვს ამოღებული ეკონომიკიდან და შესაბამისი რაოდენობის ლარი გაშვებული. ეს მიუთითებს, რომ ეკონომიკა თავისი ბუნებრივი ტემპით ამყარებს ლარს. აქამდე იყო ლარი ხელოვნურად გაფუჭებული, მაგრამ რადგან ეკონომიკას ბუნებრივი დინებით აჰყვა ლარი და მას ხელს არავინ არ უშლის, ის იწყებს მკვეთრ გამყარებას. სხვა თანაპარ პირობებში ლარი შესაძლოა, 1,90-95 მაჩვენებელზე იყოს წლის ბოლომდე, ვგულიხმობ ეროვნული ბანკის მოქმედებას”,- განაცხადა დუნდუამ “პირველ პრესკლუბში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები