XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს დასრულდება

XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასკვნითი გრანდიოზული კონცერტი დღეს, 18:00 საათზე ბათუმის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კონცერტის პროგრამა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ს ნაწარმოებები და ს. პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის #3, დო მაჟორი, თხზ. 26.
ბათუმში მაყურებლის წინაშე საზეიმო დახურვაში მონაწილეობას მიიღებენ: ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო; ნინო კორიფაძე – სოპრანო ეთერ ხალვაში – მეცო-სოპრანო; არჩილ გოგიტიძე – ტენორი ზაზა ხამათაშვილი – ბარიტონი.
საღამოს უდირიჟორებს დირიჟორი დავით მუქერია. XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს, 6 მაისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯ. ვერდის „დონ კარლოსით“ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსები ამჯერად დედოფლისწყაროს და მესტიას ესტუმრნენ. „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საქართველოში ყოველწლიურად მსოფლიო დონის ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებს მასპინძლობს.ა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები