“დღეს რომ “ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, იტყოდა – ეკონომიკური ზრდის მკვეთრ კლებას ჯერ კიდევ 2011 წელს ვპროგნოზირებდითო“

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება, დღევანდელი ხელისუფლება ეკონომიკის გამო აკრიტიკოს, რადგან წლების წინათ, მათ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს 10-პუნქტიან გეგმაში“, გაწერილი ჰქონდა სწორედ ის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ვითარდება.

თუმცა, დუნდუა აცხადებს, რომ მიუხედავად იმ გარეშოკებისა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 11%-ით გაუსწრო.

– 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მთავრობის ე.წ. 10 – პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით – “საქართველოს სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიანი გეგმა – მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის 2011-2015“,  სადაც სააკაშვილმა მკვეთრად ჩამოაყალიბა, რა მოხდებოდა 2015 წელს.

ამ დოკუმენტში ვკითხულობთ შემდეგს: “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შემუშავებულია სათადარიგო სცენარი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ეკონომიკა 2012-2014 წლებში, 0-3%-ით იზრდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მცირდება იმავე პერიოდის განმავლობაში, რაც ნამდვილად მოხდა.

კიდევ უფრო საოცარია შემდეგი მაჩვენებელი: აქ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის მიხედვით (PPP) თითქმის გაორმაგდება 2015 წელს, 2005 წელთან შედარებით.

ხომ კარგი ნათქვამია – „გაორმაგდება“, მაგრამ ეს სინამდვილეში გულისხმობს, რომ 2015 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე „მსყიდვეულნარიანი მშპ-ს“ დონე, ძველი გაანგარიშებით თითქმის, 8000, განახალებული ვარიანტით კი, 8 656 საერთაშორისო დოლარზე უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო.

დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანაგარიშის მიხედვით, 2015 წელს, მშპ ერთ მსყიდველუნარიან მოსახლეზე 9629.961 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა, ანუ არათუ თითქმის გაორმაგდა, 2005 წლის დონეს 122.5%-ითაც  გადააჭარბა. რეალურად, ის ოპტიმისტური პროგნოზი, რაც სააკაშვილს ჰქონდა 2011 წლის ბოლოს, როგორიც უნდა ყოფილიყო მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2015 წლისათვის, მასთან შედარებით, 11%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძველი გაანგარიშებით, მოსახლეობის კლება არ იყო გათვალისწინებული. როგორც ძველი, ისე ახალი გაანგარიშებით, მკვეთრად აღემატება მიღწეული შედეგი ახალი ხელისუფლების პირობებში იმ პროგნოზს, რითაც პროპაგანდისტულად აიმედებდა სააკაშვილი მოსახლეობას.

– თუმცა, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების უზუსტობაში…

არანაირი უზუსტობა. როდესაც ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, გამოაქვეყნა ეკონომიკური მონაცემები მსყიდველუნარიანი მშპ-ს მიხედვით. ამის მიხედვით ითვლება მსოფლიო ეკონომიკები და დარგები. „ნაციონალური მოძრაობის“ წერილში კი, ე.წ. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელია მოყვანილი, რომელიც მხოლოდ ლარში იზომება, მისი გადაყვანა დოლარში, ან სხვა ქვეყნის ვალუტაში შეუძლებელია და სხვა ქვეყნებთან შედარების საშუალებას არ გვაძლევს. თვითონ, „ნაციონალური მოძრაობა“ პროგნოზირებდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდებოდა, ასევე, ქადაგიძის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშიც იყო ამაზე საუბარი. იქ მკვეთრად წერია, რომ 2012 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდებოდა, შემდგომ, 2019 წლისათვის, 4% -ის მიდამოში იქნებოდა და 2026 წლისათვის – 3,5%-ზე დასტაბილურდებოდა.

ალტერნატიული სცენარით, 2013 წელს, უნდა მომხდარიყო ეკონომიკური ზდრის მკვეთრი შემცირება, და 30%-იანი ლარის დევალვაცია, რადგან ვალის გადახდის ეტაპი გვიწევს. ყველა ის სცენარი, რაც მოხდა, წინასწარვე იყო დათქმული და დადასტურებული როგორც წინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ, ასევე, სააკაშვილის ათპუნქტიანი გეგმის მიერ.

გულისხმობთ იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იცოდა?

„ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა ამ სიტუაციას, ზუსტად იცოდა, რომ არანაირი მკვეთრი ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდში მოსალოდნელი არ იყო. მათ პროგნოზზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, შესაბამისად, მათი კრიტიკა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სწორედ ეს არის მანიპულაცია. როცა წინასწარვე გაქვს გამზადებული გეგმა, ვთქვათ, 2013 წლის შემდეგ რომ გაემარჯვა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეკონომიკური ზდრის მკვეთრი შემცირების პირობებში, იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით, ჯერ კიდევ 2011 წელსო. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ისე წარმოადგენენ თავს, თითქოს, არ იცოდნენ, არც ფიქრობდნენ, რომ ასე მოხდებოდა.

2013 წლიდან, ვალის დიდი მასშტაბით დაფარვა დავიწყეთ. ამასთანავე, ძალიან მცირედით გაიზარდა სამთავრობო ვალი – სულ რაღაც 2013-2015 წლებში, 139 მილიონი დოლარით, როცა მილიარდნახევრით გაიზარდა 2010-2012 წლებში.

11-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლით გაიზარდა 2010-2012 წლებში.

ასეთივე მკვეთრი შემცირებაა სახელმწიფო საგარეო ვალთან დაკავშირებით. როდესაც სახელმწიფო ვალის დაფარვას იწყებს, და ხდება ლარის დევალვაცია, ბუნებრივია, „ნაციონაოლური მოძრაობის“ ადრე აღებული ვალი, რომელიც დოლარში იყო, უკვე ლარში დევალვირდა და მშპ-სთან მისი პროპორცია გაიზარდა.

ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო დიდი რაოდენობით ვალი და შემდგომ დევალვაციის დროს, მის მიერ აღებული ვალი, გაიზარდა.

ხელისუფლებამ უნდა წარმოაჩინოს ყველა ის „შედევრი“, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარვე აცხადებდა მისი ხელისუფლების პირობებში.

აგრეთვე, უნდა გააგრძელოს ის, რაც დაწყებული აქვს. დაწყებული აქვს ეროვნულ ბანკს ძალიან სწორი პოლიტიკა, ლარის დასტაბილურობასთან დაკავშირებით. ვალის წილი ეკონომიკაში შემცირდება ამის გამო. ამავდროულად, მთავრობის პროგრამები, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, კარგია და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

სავალუტო ფონდი სწორად ამბობს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საბაზისო გეგმაში  ჩვენ გვქონდა კლებადი ზრდის ტემპი და 2006 წლიდან 3.5.% უნდა ყოფილიყო დასტაბილურებული გრძელვადიანად, უკვე სავალუტო ფონდი ზრდის პროგნოზს აკეთებს და შემდგომ წლებში, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე მიუთითებს.

ვენ გვაქვს უკვე ყველაზე პესიმისტური, ზრდადი ტემპი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, კიდევ უფრო მაღალია ეს ტემპი,ხოლო ნაცმოძრაობის გეგმის მიხედვით, როგორც მსყიდველუნარიანი ეკონომიკა უფრო მცირე უნდა ყოფილიყო დღევანდელი მდგომარეობით, ასევე, ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება იყო გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები