მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,4 % იქნება, ნაცვლად იანვარში ნავარაუდევი 2,9%-სა.
„გლობალური ეკონომიკა მყიფეა, ზრდა – სუსტი, თუმცა მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში არ არის. ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა აიჰან კოუზმა.
ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიო მშპ 2,8%-მდე გაიზრდება, 2018 წელს კი – 3%-ით. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. იანვრის მსგავსად, ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2017 წელს – 4,5%-ს, 2018 წელს კი – 5%-ს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2016 წელს 6,7%-ს მიაღწევს, აშშ-ის ზრდის მაჩვენებელი 1,7% იქნება, ევროზონის კი 1,6%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები