გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს, დონალდ ტუსკს და იოჰანეს ჰანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა. როგორც
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.
ბრიუსელში პრეზიდენტი სტრასბურგიდან გადავა, სადაც სამუშაო ვიზიტით 6 -7 ივნისს იმყოფებოდა.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა.
ქვეყნის პირველი პირი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები