დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ავეჯის მწარმოებელი ამხანაგობა „კომფორტი“ დაათვალიერა
ბათუმის გარეუბანში მდებარე ამხანაგობა „კომფორტს“ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია.
ამხანაგობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმოების კომპონენტში მიიღო მონაწილეობა და თანადაფინანსების სახით 15,000 ლარი მიიღო.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქარველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას და მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ამხანაგობა „კომფორტი“ ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს, თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ამხანაგობის წევრებს დამატებითი მანქანა-დანადგარები ესაჭიროებოდათ, რომლის შეძენის თანხაც არ ჰქონდათ.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილეობამ ამხანაგობის წევრებს საშუალება მისცათ, შეეძინათ საჭირო ვერტიკალური ჭრის დაზგა. ამ სიახლის მეშვეობით მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამხანაგობის წევრები თბილისის ტექნოპარკში მიიწვია, სადაც მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ იქ არსებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, ინოვაციები საკუთარ წარმოებაში გადმოიტანონ.