შაშკინის მიერ არაეფექტიანად დახარჯული 2 მილიონი ლარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროფესიულ განათლებაში არაეფექტიანად დახარჯული 2 მილიონი ლარის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში წერს.

“არარაციონალურია დაფინანსების სისტემა – სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება ხდებოდა არაოპტიმალურად, ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს. ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა. სასწავლებელთა ინფრასტრუქტურული განვითარება მიმდინარეობს უსისტემოდ – რიგი სასწავლებლების რეაბილიტაცია არ განხორციელებულა მათი დაარსების დღიდან, რის გამოც სასწავლებლებს არ ეძლევათ თანაბარი განვითარების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია ეფექტიანობის აუდიტის დასკვნაში.

“პრაიმტაიმთან” საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი აცხადებს, რომ ეს არის იმ უსუსურობის “გაპრავება”, რაც განათლების სამინისტრომ გამოიჩინა. მისი თქმით, დასკვნა დაბალ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული და ადამიანებს, რომლებიც ამ დასკვნას წერენ, განათლების სისტემასთან შეხება არ აქვთ. გამოცემა წერს, რომ შაშკინისდროინდელი ვაუჩერული სისტემით გათვალისწინებული თანხა სწავლის სრული კურსის დასრულებისათვის საკმარისი არ იყო.

“რაც შეეხება შაშკინის 1000 – ლარიან ვაუჩერულ სისტემას, როგორც ამ სფეროს სპეციალისტებმა აღნიშნეს, ხშირად ეს თანხა სწავლის სრული კურსის დასრულებისთვის საკმარისი არ იყო. გასულ წელს სანიკიძის უწყებამ პროფესიული განათლების ხელშეწყობისათვის 11 მილიონ 196 ათასი ლარი გამოყო”, – წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები