ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკა ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის

ეკონომიკა ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ცდუნება, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებული ვითარება ხელისუფლებას გადაბრალდეს, დიდია.
თუმცა ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის კუთხით ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა.
„ეკონომიკა ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევა ეს გახლავთ სწორედ, დემოკრატიული ღირებულებები, რომლებითაც შეიძლება შევედაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გააჩნია, რა განზომილებით მოვახერხებთ შედარებას, დაახლოებით ექვსჯერ და მეტჯერ ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია, რომ ეს ხელისუფლებას დავაბრალოთ – რომ მან 3-4 წელიწადში ვერ შეძლო პრინციპულად გადაეტეხა პრობლემა, რაც თეორიულად, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ის, რისი გაკეთებაც 3-4 წელიწადში შეიძლებოდა, მაქსიმუმი გაკეთდა და დანარჩენს ჩემს წერილში კარგად აღვწერ, რომ ამას სჭირდება 10-15 წელი, თუ ჩვენ ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ, ჩვენ შეგვეძლება, უმოკლეს დროში მოვახერხოთ და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები