მეცნიერები: თევზი პლასტმასის ნარჩენებით იკვებება
შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვაში არსებული პლასტმასის ნარჩენებით ზღვის ქორჭილა იკვებება. გამოცემა Science-ის ინფორმაციით, ამის გამო თევზის ზრდის სიჩქარე იკლებს და ის მტაცებლების წინაშე უფრო დაუცველი ხდება. ბოლო დროს მსოფლიო ოკეანეში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა საგანგაშო ხდება. ზოგიერთი გაანგარიშებით, მისი საერთო რაოდენობა 8 მილიონ ტონას აღემატება. პლასტმასის ნაგავი ზღვის წყლის, ულტრაიისფერი სხივების და ქაიმიური პროცესების შედეგად მცირე ნაწილებად იშლება. ამას მიკროპლასტიკი ეწოდება. მეცნიერები ამბობენ, რომ მიკრონაწილაკები ზღვის ბინადრების კუჭ-ნაწლავის სისტემაში გროვდება და ის ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს.