მთავრობა იყალთოს ხევის განვითარებას იწყებს
მთავრობა იყალთოს ხევის განვითარებას იწყებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს განსახილველად იყალთოს ხევის განვითარების პროექტი გაიტანეს.
„პროექტის მიხედვით იქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის განვითარების შესაძლებლობები, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის. შესაბამისად, ამ შესწავლის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, იყალთოში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და, შესაბამისად, მისი ტურისტული მიმზიდველობა ს