რუსეთის მთავრობაში ყირიმის საქმეებზე ცალკე სამინისტრო შეიქმნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სიმფეროპოლში რუსეთის მთავრობის სხდომა გამართა. მედვედევის განცხადებით, როგორც წესი, მთავრობის სხდომა მოსკოვში იმართება, თუმცა დღეს გამონაკლისი დაუშვეს, რადგან რუსეთს ახალი ტერიტორიები შეემატა. მისივე განცხადებით, რუსეთის მთავრობაში ყირიმის საქმეებზე ცალკე სამინისტრო შეიქმნება. “არ დავმალავ, ყირიმის განვითარებას სხვადასხვა უწყების ძალისხმევის კონცენტრირება დასჭირდება. ამ მხრივ მართებულად მიმაჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ფედერალური ორგანოს შექმნა ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარების საკითხის მოგვარებისთვის”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, ახალ უწყებას ოლეგ საველევი უხელმძღვანელებს. მედვედევის განცხადებით, ყირიმისა და სევასტოპოლიტის 140 ათასამდე საბიუჯეტო თანამშროლების ხელფასი 2014 წლის მაის-ივლისში გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები