„ქვეყანას ძალადობის მორევისკენ მიათრევენ “

  უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც მან განმარტა, ამ ცემის ფაქტით ვერც წიკლაურს და ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააჩერებენ. „ამ ყაჩაღური თავდასხმით, ძალადობით, ამ რეპრესიებით ისინი ვერ გააჩერებენ ვერც ნუგზარ წიკლაურს და ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ივანიშვილი და მისი მარიონეტი ღარიბაშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას ძალადობის მორევისკენ, ძალადობის ჭაობისკენ მიათრევენ, საიდანაც საქართველომ გამოაღწია და არასოდეს არ უნდა დაბრუნებულიყო. ეს ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები