თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, ბიძგები სტამბოლსა და იზმირში იგრძნობოდა.

ამასთან, თურქული მედიის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები კვლავ გრძელდება.

სინდირგის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად ჩამონგრეულია 10 შენობა. მისივე განმარტებით, მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ორი პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები