ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გრძელდება

5 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია კონცერტს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს – დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტში ასევე მონაწილეობს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
წელს, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროექტის – „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ალექსანდრე კორსანტია.
კონცერტზე შესრულდება სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები