დაპირისპირება სოფელ ზეღდულეთში
გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები 27 თებერვალს გარდაცვლილი თინათინ ჭკადუას საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობის ვერსიაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. დაღუპულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ 55 წლის ქალბატონს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. მათი ვერსიით, ქალი ჯერ აწამეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლეს.