ბრიტანელმა მეცნიერებმა კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონეს
ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები გამოიგონეს, რაც მისი მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, შესაბამისი კვლევა სახელწოდებით Cancer Research UK ჩიკაგოში, კლინიკური ონკოლოგიის კონფერენციაზე წარადგინეს.
კვლევებში 732-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც სისმივნე ამოაჭრეს. პირველი ჯგუფი ჩვეულებრივ წამლებს იღებდა, მეორე კი – რამდენიმე პრეპარატის კომბინაციას. ტესტირებამ აჩვენა, ხომ მეორე ჯგუფიდან პაციენტების 85 პროცენტი ერთი წლის შემდეგ ცოცხალი იყო, ორი წლის შემდეგ ცოცხალი იყო მათი 60%, ხოლო ხუთი წლის შემდეგ – 29%. მეორე ჯგუფიდან კი 5 წლის შემდეგ მხოლოდ პაციენტების 16% გადარჩა.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე რთული ონკოლოგიური დაავადებაა. ამ დაავადების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია.