„კუკავა და ბურჯანაძე – "რუსეთის ელიტური აგენტები"

 “კუკავა და ბურჯანაძე – “რუსეთის ელიტური აგენტები” – ამ სათაურით გაზეთი “პრაიმტაიმი” სტატიას აქვეყნებს. პრორუსულ ორბიტაზე მთელი სივრცე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა და სერიოზული პოლიტიკური თუ ფინანსური წრეები კახა კუკავას დაფინანსებაზე უარს ამბობენ, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთს ნინო ბურჯანაძის ოპოზიციაში ყოფნა აღიზიანებს, ხოლო “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა რუსულ ინტერესებს იცავს, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს პროქართული ორიენტაცია უნდა ჰქონდეს. “თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან რეინტეგრაციას ხელს შეუწყობს საქართველოს თანამშრომლობა რუსეთთან, უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან, თუ ნატოსთან თანამშრომლობა შეუწყობს ხელს, უნდა ვითანამშრომლოთ ნატოსთან”, – აცხადებს კუკავა და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ვერ იქნება აფხაზეთის რეინტეგრაციის პროცესში ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც საქართველო-რუსეთის თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები