დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი ნამდვილად გამყარდება და კიდევ გააგრძელებს გამყარებას

„ლარი ნამდვილად გამყარდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მის თქმით, ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორი აქვს, მათ შორის არის ტურიზმი და ასევე მაკროეკონომიკური ფუნდამენტი.
”მაკროეკონომიკურ ფუნდამენტში იგივე პერიოდთან შედარებით ჩვენ გვაქვს ნაკლები ზეწოლა ჩვენს ვალუტაზე, ანუ განსხვავება წლევანდელ და შარშანდელ გადინებას შორის სხვაობა არის 200 მილიონი, მილიარდ 474 მლნ გვაქვს საგადასახდელო მიმდინარე ანგარიშში დეფიციტი და ეს არის 200 მილიონით გაჯანსაღებული.

შესაბამისად, ეს 200 მილიონი უკვე ასახული არის რეალურად იმ კურსში, რაც ჩვენ გვაქვს. გარდა ამისა, არსებობს ცნება, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც ითვლება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობის შეწონვით თქვენი ვალუტის კურსი რამდენი უნდა იყოს და ამასთან მიმართებაში ნამდვილად ჯანსაღად ვართ.
უცხოური ვალუტის შემოდინება გვაქვს, იმპორტის კლება გვქონდა, შესაბამისად, ექსპორტი პრაქტიკულად დაგვისტაბილურდა. ექსპორტის 15 მილონიანი ზრდაც კი გვქონდა, გვაქვს ასევე ფულადი ჩარიცხვები. მილიარდამდე შემოდის ჩვენს ეკონომიკაში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისაგან. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ლარი დღეს მყარდება და კიდევ გააგრძელებს გამყარებას”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები