“დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ სტაბილურობაზე”

„ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციის დაფიქსირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე, მაშინ როცა ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ამაზე კონსესუსი არსებობდა.
„მე არ ვარ კანონმდებელი და მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, გარკვეული სენტიმენტები გამაჩნია, ყოფილი ბანკირი ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი არის მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ბიზნესის განწყობებზე მომენტალურად.
ის, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთი კურსით იხედება, ერთი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად, ხედავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებაზე.
მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ მსჯელობების შედეგად. ეს პოზიცია შემეძლო არ დამეფიქსირებინა, თუმცა ჩემი პოზიციის დაფიქსირებით არ შეცვლილა არც გადაწყვეტილება. გუნდი არის საკმაოდ მყარი, შედუღაბებული და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საკმაოდ მძლავრად გავივლით არჩევნებამდე გასავლელ გზას და არჩევნებზე გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები