დიმიტრი ქუმსიშვილი: როდესაც ვამბობთ და ვამაყობთ ამით, რომ ბიზნესი განთავისუფლდა სახელმწიფო წნეხისაგან, ეს არის ფაქტი

როდესაც ვამბობთ და ვამაყობთ ამით, რომ ბიზნესი განთავისუფლდა სახელმწიფო წნეხისაგან, ეს არის ფაქტი, -აღნიშნული განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი მტკიცებით, დღეს არავინ არავის არ აწუხებს და ყველა არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებასა თუ არჩევანში.
„ეს ფაქტი არ არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები, თუმცა ნებისმიერ ბიზნესმენს ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ დღეს არავინ არავის არ აწუხებს და ყველა არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებასა თუ არჩევანში.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი საერთაშორისო რეიტინგი ამას აჩვენებს, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანობის ინდექსით 77-ე ადგილიდან 66-ე ადგილზე ჩამოვედით, ასევე საკუთრების დაცვის კუთხით 128 ქვეყანაში 120-ე ადგილზე ვიყავით და მგონი 58-ე ადგილზე ჩამოვედით.
ეს არის კონკრეტული სტიმულები იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და შესაბამისად, ბიზნესს მიეცეს შესაძლებლობა მეტი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
მე ბევრ დროს ვხარჯავ ამაზე და მინდა პატიოსნად ვთქვა, რომ ვიბრძვი იმისათვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები