დიმიტრი ქუმსიშვილი: დღესდღეისობით ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი კერძო ინვესტორი

დღესდღეისობით ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი კერძო ინვესტორია, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ქუმსიშვილმა აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილის განცხადების პასუხად გააკეთა, როდესაც მან თქვა, რომ ყველაზე ხშირად მინისტრთა კაბინეტიდან ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდება.
„დღესდღეისობით ბატონი ბიძინა არის ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტორი, რომელიც პიროვნულ ინვესტიციებს ახორციელებს. თანაინვესტირების ფონდი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. დღეს უკვე დაკონტრაქტებული აქვს 2 მილიარდზე მეტი დოლარის პროექტები.
თქვენ თუ ჩემს აქტივობებს აკვირდებით მე ძალიან მიხარია ხოლმე ერთი ადამიანის დასაქმებაც და ძალიან დიდი სიხარულით დავდივარ, როდესაც მიკრომეწარმეობის პროექტში ერთი ან ორი ადამიანი საქმდება. ამ ადამიანებს ვესაუბრები, ვიზიარებ მათ მოსაზრებებს. ასევე ძალიან ხშირად მაქვს შეხედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ბევრ ძალიან კარგ იდეას ვიგებ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. შესაბამისად ეს შეხვედრებიც ბიძინა ივანიშვილთან რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები