გიორგი ვოლსკი: სრული დებილობა!

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გუშინ გასული გადაცემა “ინტერვიუს” შესახებ წერს:

„მთელი გადაცემის ობიექტურობა ერთი საგანგებო თემის გამიზნული დამახინჯებით შეიძლება შეფასდეს: თუ პროდასავლურია „ქართული ოცნების” პოლიტიკა, რატომ გიწერიათ პროგრამაში, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი თემა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაშიო? – იკითხა ჟურნალისტმა. სრული დებილობა! რა არის იმაში ცუდი, რომ საქართველომ თავისი საგარეო კურსის არჩევანით არ განაპირობოს რუსეთის წინააღმდეგობა? პირიქით რატომ უნდა შემოატრიალო თემა, თუკი „ნაცმოძრაობის” ინტერპრეტაციით არ სარგებლობ?” – წერს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები